მუხლი 150. შემდეგ, ერთმანეთის პირისპირ მდგარი ძველი და ახალი ყარაულების უფროსები, დაწყებული ახალი ყარაულის უფროსიდან, მოახსენებენ რიგრიგობით, მაგ.: „ბატონო ლეიტენანტო, ახალი ყარაული ცვლისათვის მოვიდა. ყარაულის უფროსი ლეიტენანტი ბურდული“, „ბატონო ლეიტენანტო, ძველი ყარაული ცვლისათვის მზადაა, ყარაულის უფროსი, ლეიტენანტი ბერიძე“🔗