მუხლი 154. ახალი ყარაულის პირადი შემადგენლობა შენობაში შესვლისთანავე იარაღს პირამიდაში დებს, შემდეგ ძველი და ახალი ყარაულების უფროსები თავის განმრინებლებს უბრძანებენ ჩააბარონ (მიიღონ) ბეჭდები ტვიფრებით (პლომბების ანაბეჭდი) და პირადად აქცევენ ყურადღებას მათ სწორად გადაცემას. ძველი ყარაულის უფროსის თანაშემწე აღწერით აბარებს, ხოლო ახალი ყარაულის უფროსის თანაშემწე იბარებს საყარაულო შენობას და იქ არსებულ მოწყობილობას, ინვენტარსა და ქონებას, ხოლო განმრინებლების არყოფნის დროს – ბეჭდებს ტვიფრებით, საყარაულო შენობას, მოწყობილობას ინვენტარისა და ქონების მიღებასა და ჩაბარებას აწარმოებს ყარაულის უფროსი. ძველი ყარაულის უფროსი ატყობინებს ახალი ყარაულის უფროსს ყველა შენიშვნასა და მითითებას, რომელიც მან ძველი ყარაულისგან მიიღო🔗