მუხლი 159. ძველი და ახალი ყარაულის განმრინებლები რიგრიგობით მოახსენებენ თავისი ყარაულის უფროსს ცვლის ჩატარების შესახებ, მაგ.: „ბატონო ლეიტენანტო, ცვლა ჩატარდა, საგუშაგოები გამართული ჩაბარდა (მიღებულია). პირველი ცვლის უფროსი სერჟანტი დოლიძე“. მოხსენების მიღების შემდეგ ყარაულების უფროსები, ძველით დაწყებული, აწერენ ხელს ძველი ყარაულის საგუშაგო უწყისს, ამასთან ახალი ყარაულის უფროსს შეაქვს თავისი შენიშვნები ყველა იმ ნაკლოვანებაზე, რომელიც აღმოაჩინა ცვლის დროს🔗