ნახ. 9. ახალი ცვლის განლაგება
2. ცვლის უფროსი საგუშაგოზე წასვლის წინ ამოწმებს პირადი შემადგენლობის გარეგნულ იერს, მოვალეობების ცოდნას, შეახსენებს მოყარაულეებს ყოველ საგუშაგოზე სამსახურის თავისებურებებს, აგრეთვე ამოწმებს იარაღის გამართულობას. როდესაც დარწმუნდება, რომ მოყარაულეებმა კარგად იციან თავიანთი მოვალეობები, მოახსენებს ყარაულის უფროსის თანაშემწეს: „ბატონო სერჟანტო, პირველი ცვლა მოწყობილია!“, შემდეგ გამოჰყავს ცვლა საყარაულო შენობიდან, მოაწყობს მათ მოედანზე იარაღის დასატენად, იძლევა ბრძანებას: „ცვლა, მარჯვნიდან თითო-თითოდ დატენე!“. ამ ბრძანებით, მოყარაულეები რიგრიგობით აკეთებენ ნაბიჯს წინ და ტენიან იარაღს სასროლო საქმის დარიგებაში სათანადო იარაღისათვის ნაჩვენები წესის შესაბამისად. დატენის შემდეგ ყოველი მათგანი მოახსენებს: „იარაღი დატენილია და დაყენებულია მცველზე“, იღებს მას დამოუკიდებლად „ქამარზე” და დგამს უკან ნაბიჯს