მუხლი 164. ცვლის მიახლოებისას გუშაგი დგება სახით მისკენ და დამოუკიდებლად იღებს ავტომატს მდგომარეობაში „ქამარზე” (კარაბინი – „ფეხთან“). ძველი ყარაულის ცვლის უფროსი უახლოვდება გუშაგს და აძლევს კომანდას: „სმენა“, შემდეგ ახალი ცვლის უფროსი უბრძანებს თავის მოყარაულეს: „საგუშაგოსკენ ნაბიჯით იარ!“, მოყარაულე მიდის გუშაგთან და დგება 3 ნაბიჯით მის წინ, სახით გუშაგისკენ (კარაბინით ფეხთან). ახალი და ძველი ყარაულების განმრინებლები მოყარაულეს და გუშაგს ორივე მხრიდან უდგებიან ერთი ან ორი ნაბიჯის მანძილზე, სახით ერთმანეთისკენ. ძველი ყარაულის განმრინებლის კომანდით: „გუშაგო ჩააბარე საგუშაგო!“ – გუშაგი სიტყვიერად აბარებს საგუშაგოს🔗