საგუშაგოს სიტყვიერი ჩაბარება ნიშნავს, რომ გუშაგი საგუშაგოს ნომრის დასახელებისას ჩამოუთვლის საგუშაგოზე შემცვლელ მოყარაულეს ყველაფერს, რაც საგუშაგო ტაბელის თანახმად დაცვას ექვემდებარება, აგრეთვე აღნიშნავს, თუ რა შეამჩნია სამსახურის შესრულების დროს საგუშაგოს ირგვლივ. საგუშაგოს სიტყვიერი ჩაბარების შემდეგ მოყარაულე თავისი განმრინებლის კომანდით: „მოყარაულე, ჩაიბარე საგუშაგო“, ვალდებულია ახალი ყარაულის განმრინებელთან, გუშაგისა და ძველი ყარაულის ცვლის უფროსის თანდასწრებით შემოიაროს დასაცავი ობიექტი და შეამოწმოს შემოღობვის გამართულობა, კარების, საცავების მდგომარეობა და რაოდენობა. თუ ჩასაბარებელია საკეტები, ლუქები და ბეჭდები, იგი ვალდებულია დაათვალიეროს ისინი და გასინჯოს, ხომ არ არის დაზიანებული.
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 18.06.2008
მუხლი 165
თავი VIII — გუშაგების შეცვლა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 141. ყარაულის მიერ საგუშაგოზე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა
- მუხლი 108. ყარაულის მიერ საგუშაგოზე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა
- მუხლი 43. ყარაულის მიერ საგუშაგოზე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა
- მუხლი 119. ყარაულის მიერ საგუშაგოზე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა
- მუხლი 72. ყარაულის მიერ საგუშაგოზე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა
- მუხლი 10
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ“, კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2008. გამოქვეყნება: სსმ, 87, 19/06/2008.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ““, მუხლი 165, №310, 18.06.2008, სარეგისტრაციო კოდი 120.130.00.08.002.004. (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103162/muxli-165/