მუხლი 166. ახალი ცვლის უფროსი სთხოვს ძველი ცვლის უფროსს (განმრინებელს) გადასცეს ინფორმაცია იმ ცვლილებების შესახებ, რაც მოხდა საგუშაგოებზე მისი მორიგეობის დროს. ახალი ცვლის უფროსი ეკითხება ახალ მოყარაულეებს – „გაიგეთ თქვენი მოვალეობანი?“, ახალი მოყარაულე უპასუხებს: „დიახ, გავიგე“. თუ ვერ გაიგო, ახალი ან ძველი ცვლის უფროსი განუმარტავს მოყარაულეს შესასრულებელ მოვალეობებს🔗