ყარაულის შემოწმების შემდეგ ნაწილის მორიგე გასცემს ბრძანებას „მიიჯერ!”. მოყარაულეები მიიჯრებიან მწკრივში, შემდეგ ნაწილის მორიგე გასცემს ბრძანებას: „ყარაულო მარჯვნისაკენ, საყარაულო შენობისაკენ ნაბიჯით იარ!“. ამ დროს ყარაულის უფროსი დგება ერთი ნაბიჯით ცვლის უფროსების წინ; ყარაულის სერჟანტი გადაადგილდება ყარაულის ბოლოს და დადგება მეორე ცვლის ბოლო მოყარაულის ერთი ნაბიჯით უკან; ყარაულის უფროსი გასცემს კომანდას: „საყარაულო შენობისაკენ ნაბიჯით იარ!“, ყარაული სამწყობრო ნაბიჯით გადაადგილდება საყარაულო შენობისაკენ. ორკესტრი ადგილზე რჩება და ასრულებს მარშს. ორკესტრი მორიგის ბრძანებით (სიგნალით) წყვეტს დაკვრას.

ნახ. 6. ყარაულის მოწყობა დაგზავნისათვის ერთი ოცეულის შემადგენლობით.

ნახ. 7. ყარაულის მოწყობა დაგზავნისათვის ორი ოცეულის შემადგენლობით.