დაგზავნის დროს გამოჰყავთ ყარაულთა მთელი პირადი შემადგენლობა და ორკესტრი, რომლებიც დაგზავნის ადგილზე დაგზავნის დაწყებამდე 10 წუთით ადრე უნდა გამოცხადდნენ. ყარაულების დაგზავნა ხდება ორკესტრის თანხლებით. ორკესტრი იკავებს ადგილს სამწყობრო მოედანზე განსაზღვრულ ადგილას და უკრავს ყარაულების შესაკრებ მარშს. ორკესტრის დაკვრისთანავე დღის განწესი გადაადგილდება სამწყობრო მოედნისაკენ.
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 18.06.2008
მუხლი 139
თავი VI — ყარაულების დაგზავნა და ცვლა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ“, კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2008. გამოქვეყნება: სსმ, 87, 19/06/2008.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ““, მუხლი 139, №310, 18.06.2008, სარეგისტრაციო კოდი 120.130.00.08.002.004. (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103162/muxli-139/