ნაწილის მორიგე დგება 18 ნაბიჯის დაშორებით, დღის განწესის წინ, შუაში. ყარაულის უფროსი სახით მიბრუნდება მორიგისაკენ და უპატაკებს: „ბატონო კაპიტანო, ყარაული მოწყობილია სრული შემადგენლობით“, ან მოახსენებს: „ბატონო კაპიტანო, (ამდენი და ამდენი) კაცი არ ესწრება“. ნაწილის მორიგე მიესალმება დღის განწესის შემადგენლობას და გასცემს ბრძანებას: „ოფიცრებო და სერჟანტებო, ნაბიჯით იარ!“. კომანდაზე: „იარ“ ყარაულის უფროსი გადაადგილდება წინ და ჩერდება ნაწილის მორიგისაგან სამი ნაბიჯის დაშორებით. ცვლის უფროსები გადაადგილდებიან ყარაულის უფროსთან ერთად (იხ. ნახ. 3) და ჩერდებიან ყარაულის უფროსის უკან სამ ნაბიჯზე.

ნახ. 3. ყარაულის პასუხისმგებელ პირთა დადგენილ დისტანციაზე გამოსვლა.