მას შემდეგ, როცა ყარაულის უფროსი და სერჟანტები მითითებულ ადგილებზე დადგებიან, ნაწილის მორიგე სამწყობრო ნაბიჯით გადაადგილდება წინ, ჩერდება ყარაულის უფროსის წინ ორი ნაბიჯით და ყარაულს ოფიციალურად წარუდგენს ყარაულის უფროსს; შემდეგ ტრიალდება ნახევარი ბრუნით მარცხნივ, მიდის ცვლის უფროსებთან, დგება მათგან მარჯვენა ფლანგის წინ და წარადგენს მესამე ცვლის უფროსს; შემდეგ სამწყობრო ნაბიჯით დგამს ორ ნაბიჯს, ჩერდება, ტრიალდება მარცხნივ და წარადგენს მეორე ცვლის უფროსს; შემდეგ სამწყობრო ნაბიჯით კვლავ დგამს ორ ნაბიჯს, ჩერდება და მარცხნივ შებრუნებით წარადგენს პირველი ცვლის უფროსს; შემდეგ მარჯვნივ ბრუნით, სამწყობრო ნაბიჯით მიდის ცვლის უფროსების უკან, ჩერდება ყარაულის უფროსის თანაშემწის წინ და წარადგენს ყარაულის უფროსის თანაშემწეს; შემდეგ ნაწილის მორიგე შებრუნდება ზურგისაკენ და ცვლის უფროსების მარჯვენა ფლანგის გავლით სამწყობრო ნაბიჯით მიდის ადგილზე (იხ. ნახ. 4).

ნახ. 4. პასუხისმგებელ პირთა წარდგენა მორიგის მიერ.