პასუხისმგებელი პირების თავიანთ ადგილებზე დაბრუნების შემდეგ, ყარაულის უფროსი მიბრუნდება ყარაულისაკენ და გასცემს კომანდას: „ყარაულო, გაიჯერ!“, მოყარაულეები გაიშლებიან როგორც მითითებულია სამწყობრო წესდებაში. იმის შემდეგ, როცა მოყარაულები გაიჯრებიან რიგებად, ყარაულის უფროსი გასცემს კომანდას: „ყარაულო, სმენა!“, ამოწმებს გაცემული ბრძანების შესრულებას, შემდეგ მიბრუნდება სახით ნაწილის მორიგისაკენ და უპატაკებს: „ბატონო კაპიტანო, ყარაული (განწესი) შესამოწმებლად მზად არის!“, ნაწილის მორიგე შეამოწმებს ყარაულს.
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 18.06.2008
მუხლი 144
თავი VI — ყარაულების დაგზავნა და ცვლა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ“, კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2008. გამოქვეყნება: სსმ, 87, 19/06/2008.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ““, მუხლი 144, №310, 18.06.2008, სარეგისტრაციო კოდი 120.130.00.08.002.004. (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103162/muxli-144/