მუხლი 130. საყარაულო შენობის შესასვლელთან მდგარი გუშაგი ვალდებულია: დაიცვას საყარაულო შენობა, არ დაუშვას შენობასთან არავინ, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც ყარაული ემორჩილება და სახით იცნობს, ან მათი თანმხლები პირებისა. მათი მიახლოებისას გუშაგი დადგენილი სიგნალით აუწყებს ყარაულის უფროსს და შეუფერხებლად ატარებს მათ საყარაულო შენობაში. ყველა დანარჩენ პირს, რომელიც საყარაულო შენობას უახლოვდება, გუშაგი აჩერებს საგუშაგოთა ტაბელში მითითებულ მანძილზე და გამოიძახებს ყარაულის უფროსს ან მის თანაშემწეს🔗