მუხლი 119. საგუშაგოზე გუშაგს ეკრძალება: ძილი, ჯდომა, წერა, კითხვა, სიმღერა, საუბარი (გარდა იმ საეჭვო პირებთან, რომლებიც საგუშაგოს მიუახლოვდებიან და დასადგენია მათი ვინაობა), ჭამა, სმა, მოწევა, ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ვინმესაგან რაიმეს მიღება ან ვინმესთვის რაიმეს გადაცემა, აუცილებლობის გარეშე სავაზნეში ვაზნის შეტანა. გუშაგი მხოლოდ ყარაულის უფროსის, მისი თანაშემწის, თავისი ცვლის უფროსის და შემოწმებაზე მოსულ პირთა შეკითხვებზე უნდა პასუხობდეს🔗