2. ყარაულს ამოწმებენ:

ა) პირი, რომელსაც ყარაულები უშუალოდ ექვემდებარება ან მისი ზემდგომი თანამდებობის პირები;

ბ) ინსპექტირების ჩასატარებლად მოსული პირები.

3. ყარაულის შემოწმების დროს მოწმდება:

ა) ყარაულის შემადგენლობის ადგილზე ყოფნა, მისი აღჭურვილობა და გარეგანი იერი, უფლება-მოვალეობების ცოდნა, განაწილება საგუშაგოების მიხედვით, მზადყოფნა საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედებისათვის, კავშირგაბმულობის საშუალებების გამოყენების წესების ცოდნა, იარაღის გამოყენებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა;

ბ) სამსახურის შესრულების შესაბამისობა ამ ინსტრუქციის მოთხოვნებსა და დასაცავი ობიექტის დაცვისა და თავდაცვის გეგმასთან;

გ) იარაღისა და საბრძოლო მასალების არსებობა, მათი მდგომარეობა, შენახვისა და მოვლა-პატრონობის სისწორე;

დ) გუშაგების მიერ სამსახურის შესრულების ხარისხი;

ე) სამსახურებრივი დოკუმენტაციის წარმოება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

4. ყარაულის შემოწმების შედეგები ფიქსირდება განყოფილების შემოწმების აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №3).

5. შემმოწმებელი პირი გამოვლენილი ნაკლოვანებების შესახებ აცნობებს განყოფილების უფროსს, მოითხოვს მისგან ამ ნაკლოვანებების დაუყოვნებლივ აღმოფხვრას, ხოლო შემოწმების შედეგების შესახებ  მოახსენებს ზემდგომ თანამდებობის პირს.

6. გუშაგების შემოწმებისას გამოვლენილი ნაკლოვანებების შესახებ მიეთითება ყარაულის უფროსს.

7. აკრძალულია გუშაგის შემოწმება საგუშაგოსთან ფარული მიახლოებით, იარაღის წართმევის მცდელობით ან სხვა ისეთი ხერხებით, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს უბედური შემთხვევა ან სამსახურის წესის დარღვევა.

8. გუშაგის შესამოწმებლად, აგრეთვე გამოძახების შემთხვევაში, ყარაულის უფროსი საგუშაგოზე გაემართება დამუხტული იარაღით შეიარაღებული მოყარაულის თანხლები