მუხლი 72. ყარაულის უფროსი პასუხს აგებს ყარაულისათვის ჩაბარებული ობიექტების დაცვისა და თავდაცვის, ყარაულის პირადი შემადგენლობის საბრძოლო მზადყოფნის, მათ მიერ სამსახურის სწორად შესრულების, შემოღობვის შენარჩუნებისა და გამართულობის, მოწყობილობისა და აპარატურის, სატრანსპორტო საშუალებების, საყარაულო შენობის, საგუშაგოზე ხანძარსაწინააღმდეგო, კავშირგაბმულობისა და სიგნალიზაციის საშუალებების, ასევე საყარაულო შენობაში აღწერის მიხედვით ჩაბარებული საბრძოლო მასალებისა და სხვა ქონებისათვის. ითხოვს ყარაულის პირადი შემადგენლობისაგან მოვალეობების მტკიცე და ზუსტ შესრულებას, სამაგალითო სიფხიზლესა და დისციპლინას🔗