ა) შეამოწმოს ყარაულის პირადი შემადგენლობის შერჩევა საგუშაგოების ტაბელის მიხედვით;
ბ) ჩაატაროს ყარაულის პირად შემადგენლობასთან მეცადინეობა და შეამოწმოს მათი მოვალეობების ცოდნის დონე;
გ) ყარაულის პირადი შემადგენლობის დაგზავნაზე გაგზავნის წინ, შეამოწმოს იარაღისა და საბრძოლი ვაზნების მდგომარეობა, სამხედრო მოსამსახურეთა გარეგნული იერი, აგრეთვე შეავსოს და ხელი მოაწეროს საგუშაგო უწყისს (დანართი №8);
დ) შეამოწმოს ასეულიდან (ბატარეიდან) ან ბატალიონიდან (დივიზიონიდან) შედგენილი ყარაულის სამსახურის შესრულება;
ე) ყარაულის ცვლის შეცვლის შემდეგ მიიღოს ყარაულის უფროსის მოხსენება, გაეცნოს საგუშაგო უწყისში შეტანილ ყველა შენიშვნას, მეორე დღესვე თავისი ასეულის (ბატარეის) პირად შემადგენლობასთან ერთად ჩაატაროს სამსახურის შესრულების განხილვა და გადააგზავნოს უწყისი სამხედრო ნაწილის შტაბში შენიშვნებზე მიღებული სხვა და სხვა ზომების აღნიშვნით