ა) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის დასაცავად, ყარაულის უფროსად საგუშაგოების რაოდენობის მიუხედავად, ინიშნება ოფიცერი. ყარაულის უფროსად ჰაუპტვახტში ყოველთვის ინიშნება ოფიცერი;
ბ) გარნიზონის უფროსის (სამხედრო ნაწილის მეთაური) გადაწყვეტილებით ყარაულში შეიძლება დაინიშნოს აგრეთვე ყარაულის უფროსის თანაშემწე სერჟანტებიდან. თუ ყარაულის უფროსის თანაშემწე არ ინიშნება, მის მოვალეობას ასრულებს პირველი ცვლის უფროსი