მუხლი 59. ყარაულების განწესის უწყისიდან ამონაწერი, საგუშაგოების განლაგების სქემები, საგუშაგოების ტაბელები და ყარაულების უფროსების ინსტრუქციები ახალი თვის დაწყებამდე 10 დღით ადრე იგზავნება გარნიზონის ყველა იმ სამხედრო ნაწილში, რომლებიც გამოყოფილია საყარაულო სამსახურისათვის. სამხედრო ნაწილის შტაბი ახალი თვის დაწყებამდე 5-6 დღით ადრე ატყობინებს ქვედანაყოფთა მეთაურებს, რომლებისაგანაც განწესდებიან ყარაულები, განწესში მათი გასვლის დღეებსა და ყარაულის შემადგენლობას. სამხედრო ნაწილის შტაბის უფროსმა საგუშაგოს განლაგების სქემასა და საგუშაგოების ტაბელში ყოველი ცვლილების შესახებ დროულად უნდა შეატყობინოს ქვედანაყოფების მეთაურებს🔗