თუ ყარაულის უფროსი არ იმყოფება ადგილზე, ყარაულის სერჟანტი დგება ყარაულის პირისპირ და გასცემს კომანდას: „თავისუფლად“. როდესაც ყარაულის უფროსი დაიკავებს თავის ადგილს, ყარაულის სერჟანტი (ყარაულის უფროსის თანაშემწე) გასცემს კომანდას: „ყარაულო, სმენა!“ და მიბრუნდება ყარაულის უფროსისაკენ (პირისპირ). ყარაულის უფროსი დგება ყარაულის ცენტრში, 6 ნაბიჯით ყარაულის წინ. ამის შემდეგ ყარაულის უფროსი სერჟანტი (ყარაულის უფროსის თანაშემწე) მას მოახსენებს: „ბატონო ლეიტენანტო, ყარაული მოწყობილია“. იმის შემდეგ, როცა ყარაულის უფროსი ყარაულის შემადგენლობას მიესალმება, ყარაულის სერჟანტი (ყარაულის უფროსის თანაშემწე) გადაადგილდება ყარაულის მარჯვენა ფლანგის შემოვლით და დგება ყარაულის უკან, შუაში, ერთი ნაბიჯის დაშორებით (იხ. ნახ. 2). შემდეგ ყარაულის უფროსის ბრძანებით ყარაულის სერჟანტი (ყარაულის უფროსის თანაშემწე) ყარაულს გადააადგილებს სამწყობრო მოედანზე. ამ დროს ორკესტრი უკრავს ყარაულების შესაკრებ მუსიკას (იმ გარნიზონებსა და სამხედრო ნაწილებში, სადაც ორკესტრი არ არის და აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ტემპერატურა -15º c ან უფრო დაბალია, ყარაულთა დასაგზავნად 2-3 მედოლე გამოჰყავთ). ყარაული უახლოვდება მოწყობის ადგილს იმ მიმართულებიდან, სადაც საბოლოოდ უნდა დაეწყოს ყარაული. ყარაულის სერჟანტი (ყარაულის უფროსის თანაშემწე) აჩერებს ყარაულს ორკესტრის მარცხენა ფლანგისგან 12 ნაბიჯის დაშორებით   (იხ. ნახ. 6). თუ იქ არის ყარაული ორი ოცეულის შემადგენლობით, ყარაულის სერჟანტის თანაშემწე მეორე ოცეულს გააჩერებს პირველი ოცეულის უკან. ამ დროს ორკესტრი წყვეტს დაკვრას (იხ. ნახ. 7).

ნახ. 2. ყარაულის წარდგენა ყარაულის უფროსისათვის
(სიმბოლოთა განმარტებები, იხ. დანართი №13).