ა) ყარაულის ამოცანები და დასაცავი ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე ყარაულის უფროსის განსაკუთრებული მოვალეობები;

ბ) დასაცავი ობიექტის დასაცავად მიღებისას და დაცვის მოხსნისას ყარაულის უფროსის მოქმედების თანმიმდევრობა და წესები;

გ) დაცვის ტექნიკური საშუალებების შემოწმების პერიოდულობა და წესი;

დ) ღამით და არახელსაყრელი კლიმატური პირობების დროს დასაცავი ობიექტის დაცვის გაძლიერების ღონისძიებები;

ე) მითითებები დასაცავ ობიექტზე თავდასხმის, დაცვის ტექნიკური საშუალებების მწყობრიდან გამოსვლის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაქცევის, მასობრივი არეულობის ან დადგენილი წესრიგის ჯგუფური დარღვევის, ძირითად ზღურბლზე საგნების გადასროლის, ხანძრის, სტიქიური უბედურების შემთხვევაში ყარაულის მოქმედებების შესახებ, აგრეთვე, იარაღისა და საბრძოლო მასალების შენახვის უზრუნველყოფის თაობაზე;

ვ) ყარაულის უფროსის დასვენების დრო, თუ ყარაულების ცვლა ხდება დღე-ღამეში ერთხე