1. დასაცავი ობიექტის დაცვისა და თავდაცვის გეგმას ადგენს შესაბამისი განყოფილების უფროსი და ამტკიცებს სამმართველოს უფროსი, მთავარი სამმართველოს უფროსთან და დირექტორთან შეთანხმებით.
2. ობიექტების დაცვისა და თავდაცვის გეგმა მოიცავს:
ა) დასაცავი ობიექტების დაცვისა და თავდაცვის სქემას;
ბ) საგუშაგოების ტაბელს (დანართი №1);
გ) ყარაულის უფროსისთვის განკუთვნილ ინსტრუქციას;
დ) ყარაულის უფროსისთვის განკუთვნილ საგანგებო შემთხვევების დროს სამოქმედო ინსტრუქციას;
ე) ყარაულის საბრძოლო გათვლას;
ვ) განყოფილების მოსამსახურეების განგაშით გამოძახების სქემას.