1. განყოფილების მოსამსახურეები დასაცავი ობიექტების დაცვისას – თავდასხმის ან თავდასხმის მცდელობისას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაქცევისას ან გაქცევის მცდელობისას ფიზიკურ ძალას, სპეციალურ საშუალებებსა და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. განყოფილების მოსამსახურეს, რომელმაც აუცილებლობის შემთხვევაში არ გამოიყენა ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები ან/და ცეცხლსასროლი იარაღი, პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.