1. საგანგებო, საომარი ან/და გაუთვალისწინებელი მდგომარეობისას (გაქცევა, თავდასხმა, მძევლების აყვანა, სტიქიური უბედურება, ხანძარი, ავტოსაგზაო შემთხვევა, სატრანსპორტო საშუალების დაზიანება და ა.შ.) ჯგუფის უფროსი ვალდებულია დაუკავშირდეს  დეპარტამენტს და იმოქმედოს მიღებული მითითებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. თუ ვერ მოხერხდა დეპარტამენტთან დაკავშირება საბადრაგო ჯგუფი უკავშირდება პოლიციას ან თავდაცვის სამინისტროს უახლოეს ობიექტს.

3. თუ ვერ მოხერხდა ვერც ერთ ორგანოსთან დაკავშირება ჯგუფი მიემართება უახლოეს დაწესებულებაში ან უახლოეს პოლიციის ორგანოში ან გადაადგილდება სხვა უსაფრთხო ადგილზე.

თავი VII

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა