2. დასაცავი ობიექტების დაცვას ახორციელებენ სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს (შემდგომ – მთავარი სამმართველო) გარე დაცვის აღმოსავლეთისა და გარე დაცვის დასავლეთის სამმართველოების (შემდგომ – სამმართველო) განყოფილებები (შემდგომ – განყოფილება).

3. განყოფილების ძირითადი დანიშნულებაა დასაცავი ობიექტების და ბრალდებულების/მსჯავრდებულების უსაფრთხოების დაცვა, დასაცავ ობიექტებზე დადგენილი სასაშვო რეჟიმის განხორციელებაში მონაწილეობა, დასაცავი ობიექტებიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაქცევის თავიდან აცილება/აღკვეთა, სამსახურის გენერალური დირექტორისა (შემდგომ – გენერალური დირექტორი) და დეპარტამენტის დირექტორის (შემდგომ – დირექტორი) მიერ დასახული სხვა ამოცანების შესრულება.

4. განყოფილების მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) და გენერალური დირექტორის სამართლებრივი აქტები