მუხლი 180. ყარაულის შემადგენლობიდან არავის არა აქვს უფლება დატოვოს საყარაულო შენობა ყარაულის უფროსის გარეშე. საყარაულო შენობაში უნდა დაიცვან სიჩუმე და წესრიგი. აკრძალულია სიმღერა და მუსიკალურ საკრავებზე დაკვრა. ნებადართულია საყურისით რადიოგადაცემების მოსმენა, კითხვა, წერა, ჭადრაკისა და შაშის თამაში. მოწევა და ფეხსაცმელის გაწმენდა ნებადართულია მხოლოდ ამისათვის განკუთვნილ ადგილებში🔗