ა) ყარაულის უფროსს – არა უმეტეს 4 საათისა, ინსტრუქციით განსაზღვრულ დღის საათებში (ხოლო ჰაუპტვახტზე – ღამით);
ბ) ყარაულის უფროსის თანაშემწეს – ყარაულის უფროსის ნებართვით არა უმეტეს 4 საათისა;
გ) განმრინებლებს, გამომყვანებს და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს – მოვალეობის შესრულებისაგან თავისუფალ დროს, ყარაულის უფროსის ნებართვით;
დ) მოყარაულეების ცვლის ერთ შემადგენლობას – საგუშაგოზე დადგომის წინ, მას შემდეგ, რაც საგუშაგოდან საყარაულო შენობაში დაბრუნდება სხვა ცვლა და ჩაუტარდება საბრძოლო გათვლა;
ე) მოყარაულეების ცვლას, რომელიც მხოლოდ ღამე იცავდა ობიექტებს – საყარაულო შენობაში დაბრუნების შემდეგ, მათი ხელახლა საგუშაგოზე გასვლამდე