ა) საქართველოს თავდაცვის მინისტრი, მისი მოადგილეები და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის დავალებით გაგზავნილი პირები;
ბ) ჯარების სახეობათა სარდლების და შენაერთის მეთაურის დავალებით გაგზავნილი პირები (ამოწმებენ – ყარაულებს, რომლებიც განწესებული არიან მათდამი დაქვემდებარებული სამხედრო ნაწილებიდან);
გ) ჯარების ინსპექტირებისათვის (შემოწმებისათვის) მოსული პირები და მათი დავალებით ოფიცრები (საინსპექტორო (შესამოწმებელი) ჯგუფებიდან ამოწმებენ მათ მიერ საინსპექტორო (შესამოწმებელი) ნაწილებიდან დანიშნულ ყარაულებს)