ავტომატები და ტყვიამფრქვევები ინახება პირამიდაში სავაზნე კოლოფის გარეშე, საკეტით წინა მდგომარეობაში. კარაბინები პირამიდაში იდგმება დაუტენლად, დაკეტილი საკეტებითა და ჩამოშვებული ჩახმახებით. ტყვიამფრქვევების სავაზნე კოლოფები ინახება პირამიდის კლიტით დაკეტილ სპეციალურ ყუთში, რომლის გასაღები ინახება ყარაულის უფროსთან. იარაღის შესანახი პირამიდა უნდა იყოს დაკეტილი კლიტით, ხოლო გასაღები ინახებოდეს ყარაულის უფროსთან.
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 18.06.2008
მუხლი 181
თავი X — შინაგანი წესრიგი ყარაულებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ“, კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2008. გამოქვეყნება: სსმ, 87, 19/06/2008.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ““, მუხლი 181, №310, 18.06.2008, სარეგისტრაციო კოდი 120.130.00.08.002.004. (კონსოლიდირებული რედაქცია 18.06.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103162/muxli-181/