მუხლი 177. ყარაულის უფროსი სამსახურის დაწყებისთანავე ამოწმებს იმ მატერიალურ ქონებას, რომელსაც იცავს, აგრეთვე იღებს ზომებს მოსალოდნელი ხანძრის თავიდან ასაცილებლად, მობილიზებას უკეთებს სახანძრო მანქანებს. შეცვლისთანავე ამოწმებს ყველა კარის და ფანჯრის საკეტების გამართულობას, თუ რაიმე საეჭვოს შეამჩნევს, დაუყოვნებლივ აცნობებს ასეულის მეთაურს. ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ საგუშაგოზე განწესებული გუშაგი სრულადაა ინფორმირებული იმ ქონების შესახებ, რომელსაც ის იბარებს. უნდა ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას პარკში განთავსებული მატერიალური ქონების ნებისმიერი ცვლილების თაობაზე. ტრანსპორტის გაყვანის ნებას რთავს მხოლოდ ოფიციალურად უფლებამოსილ პირებს🔗