მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამხედრო სამსახურში გაწვევის სამუშაოთა კოორდინაცია;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამობილიზაციო ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა;
გ) სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
დ) სამხედრო სამსახურში გაწვევის გეგმების გაცნობა მუნიციპალიტეტების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის და მათი რეალიზაციის გრაფიკის დადგენა;
ე) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე, მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, სამინისტროს მიერ დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელების ხელშეწყობა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებ