ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა, სამინისტროში ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების, სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია;
გ) მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის მიერ საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გათანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და მისი განაწილების შესახებ მომზადებული საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების ანალიზი და გადაწყვეტილებათა მისაღებად წინადადებების მომზადება;
დ) სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბიზნესგეგმების პროექტების შესწავლა და ანალიზი;
ე) სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფაქტობრივად მიღებული მოგების განაწილების თაობაზე წინადადებების, ინვესტიციების დაბანდების, მათ მიერ სესხებისა და კრედიტების აღებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და, სათანადო ანალიზის საფუძველზე, წინადადებების მომზადება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და ეკონომიკური დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებ