რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) ევროკავშირის რეგიონული განვითარებისა და გამოთანაბრების პოლიტიკის დაგეგმვის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით,  წინადადებების, სტრატეგიებისა და პროგრამული დავალებების პროექტების მომზადება და მათი განხორციელების მხარდაჭერა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონული პოლიტიკის სრულყოფის შესახებ წინადადებების შემუშავება;

გ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სფეროებში არსებული გამოცდილების შესწავლა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრასა და სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ე) რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შედგენის მეთოდური რეკომენდაციების შემუშავება, რეგიონების თავისებურებათა გათვალისწინებით;

ვ) რეგიონების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო და კერძო სექტორის მიერ მიწოდებული ინიციატივების შესწავლა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ზ) მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, კოორდინაცია და მონიტორინგი, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების მომზადების უზრუნველყოფა, აგრეთვე მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროგრამების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

თ) სამინისტროს მიერ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

ი) საქართველოს კანონმდებლობითა და რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებ