1. სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ბ) რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტი;

გ) მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტი;

დ) ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტი;

ე) მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტი;

ვ) ევროინტეგრაციის დეპარტამენტი;

ზ) ეკონომიკური დეპარტამენტი;

თ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

ი) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

კ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახური;

ლ) საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტი;

მ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.

2. სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მინისტრის სამართლებრივი აქტით შეიძლება შეიქმნას სამმართველოებ