1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში, ხელმძღვანელობს სამინისტროს, იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე და ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტებისა და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საქმიანობის წარმართვასა და კოორდინაციას.
2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრი უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. მინისტრის საქმიანობას კოორდინაციასა და კონტროლს უწევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც უფლებამოსილია, თანამდებობიდან გაათავისუფლოს მინისტრი.
3. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებსა და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებაზე;
დ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად, ამტკიცებს სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და, აუცილებლობის შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას, სამინისტროსა და მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს; საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე;
ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, საჯარო სამსახურში იღებს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასასაქმებელ პირებს;
თ) ადგენს სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტრუქტურას, სამინისტროსა და მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი დადგენილია ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;
ი) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას;
კ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელებას, გამოითხოვს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებსა და ინფორმაციას, აუქმებს ან აჩერებს მათ არამართლზომიერ გადაწყვეტილებებს, ამტკიცებს წლიურ ბალანსსა და ნიშნავს დამოუკიდებელ აუდიტორს წლიური ბალანსის შესამოწმებლად;
ლ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარმოუდგენს სამინისტროს დებულების პროექტს;
მ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებებს, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს;
ნ) „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარმოუდგენს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხას;
ო) მონაწილეობას იღებს საქართველოს მთავრობის სხდომების მუშაობაში;
პ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ;
ჟ) საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს წინადადებებს საქართველოს პარლამენტში წარსადგენად, მუნიციპალიტეტის შექმნის, გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის, შეცვლის ან/და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ;
რ) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტების მიერ მოქალაქეების სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის სამუშაოებს, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ამ სფეროსთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ს) ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეების, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების, სამინისტროს სხვა თანამდებობის პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საკანონმდებლო აქტებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის ნორმატიულ აქტებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს, ასევე ძალადაკარგულად ცნობს მითითებულ თანამდებობის პირთა აქტებს, მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;
ტ) უზრუნველყოფს საავტომობილო გზების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, განხორციელებას, კოორდინაციასა და კონტროლს, ასევე წყლით უზრუნველყოფის განვითარების, მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელებას, აგრეთვე არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობის, მართვისა და დახურვის, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობისა და მართვის სფეროში შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;
უ) ერთ-ერთ მოადგილეს ავალებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციის განხორციელებას;
ფ) უფლებამოსილია, სამინისტროს თანამდებობის პირთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება დააკისროს ერთ-ერთ მოადგილეს;
ქ) გამოსცემს ბრძანებებს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტის ან მთავრობის დადგენილების საფუძველზე და მათ შესასრულებლად;
ღ) ასრულებს მისთვის კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
4. მინისტრს ჰყავს 4 მოადგილე (მათ შორის, ერთი − პირველი), რომელთაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრის მოადგილეთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
5. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.
6. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, იმავდროულად, შეიძლება იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.
7. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, იმავდროულად, შეიძლება იყოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
8. მინისტრი თავისი ბრძანებით განსაზღვრავს მოადგილეთა ფუნქციებს, აგრეთვე იმას, თუ სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული რომელი სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საქმიანობას გაუწევენ ისინი კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას.
9. მინისტრი უფლებამოსილია, თავისი ბრძანებით შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები, საბჭოები და სამუშაო ჯგუფები, რომელთა შემადგენლობა, ამოცანები და მიზნები, საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი და უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მინისტრის ბრძანები