ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის  დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საჯარო ხელისუფლების ადგილობრივ დონეზე ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის წარმოსადგენად წინადადებების მომზადება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების, საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გათანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიის სრულყოფის შესახებ წინადადებების შემუშავება;

გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სფეროებში არსებული გამოცდილების შესწავლა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

დ) მუნიციპალიტეტების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო და კერძო სექტორის მიერ მიწოდებული ინიციატივების შესწავლა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ე) დეცენტრალიზაციის, ეფექტიანი ტერიტორიული მმართველობის, ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რეკომენდაციების მომზადება, საჭირო ინფორმაციის მოძიება, სისტემატიზაცია და ანალიზი, კომპეტენციის ფარგლებში, პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, ადამიანური რესურსების შესაძლებლობათა გაზრდის ხელშეწყობა, მათ შორის, მუნიციპალური სერვისების მიწოდების სფეროში, კარგი პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებ