რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ევროკავშირის რეგიონული განვითარებისა და გამოთანაბრების პოლიტიკის დაგეგმვის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, წინადადებების, პოლიტიკის დაგეგმვის დოკუმენტებისა და პროგრამული დავალებების პროექტების მომზადება და მათი განხორციელების მხარდაჭერა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონული პოლიტიკის სრულყოფის შესახებ წინადადებების შემუშავება;
გ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სფეროებში არსებული გამოცდილების შესწავლა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
დ) რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტების შედგენის მეთოდური რეკომენდაციების შემუშავება, რეგიონების თავისებურებათა გათვალისწინებით;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრასა და სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) რეგიონების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო და კერძო სექტორის მიერ მიწოდებული ინიციატივების შესწავლა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ზ) მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება/ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, კოორდინაცია და მონიტორინგი, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების მომზადების უზრუნველყოფა და განხორციელების კოორდინაცია, აგრეთვე მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროგრამების შემუშავება/ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
თ) სამინისტროს მიერ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;
ი) „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონული განვითარების პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და განხორციელების კოორდინაცია;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი და უცხოური წყაროებით დაფინანსებული რეგიონული პროგრამებისა და პროექტების (მათ შორის, საბიუჯეტო და სექტორული დახმარების პროგრამების, ტექნიკური დახმარების პროგრამების) კოორდინაცია და განხორციელების მხარდაჭერა;
მ) საქართველოს კანონმდებლობითა და რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებ