მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მართვისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) შესაბამისი წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული, აგრეთვე მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და მიზნობრივი პროგრამების კოორდინაცია;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო/პრევენციული ღონისძიებების თაობაზე წინადადებების მომზადება/განხორციელების კოორდინაცია;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილობრივი რეაბილიტაცია, მხარდაჭერა პოსტავტორიზაციის პროცესში, ავტორიზაციის სტანდარტებთან (ინფრასტრუქტურის ნაწილში) შესაბამისობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა და მითითებული დაწესებულებების შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობა/აღჭურვა, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებისა და საქმიანობისათვის სხვა შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა/ უზრუნველყოფის მხარდაჭერა;
დ) ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილებების, შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის დელეგირების შემთხვევაში, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში შემავალ და მართვაში არსებულ სუბიექტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შორის კოორდინირებული საქმიანობისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან მათი კოორდინირებული თანამშრომლობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის ხელშეწყობა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტის ორგანოებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობების ხელშეწყობა;
თ) საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მართვისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებ