ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს კომპეტენციის შესაბამისად, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში, წყალმომარაგების სისტემისა და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის სფეროში, ადგილობრივი, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხითა და სამინისტროს უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა-განხორციელების მიზნით, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სფეროებში განვითარების საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება;
გ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სფეროების განვითარებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, საერთაშორისო დახმარებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, განვითარების პარტნიორებთან, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
ე) სამინისტროს სისტემაში შემავალ სუბიექტებზე ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებთან (მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისი ვალდებულებების განხორციელება) დაკავშირებულ საქმიანობაზე კოორდინაციის განხორციელება;
ვ) სამინისტროს მიერ, სამინისტროს საქმიანობის სფეროსა და ამოცანების გათვალისწინებით, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, შესაბამისი დოკუმენტებისა და ანგარიშების მომზადება;
ზ) საჭიროებისამებრ, ევროკავშირის სპეციალური პროგრამების (მათ შორის, ევროკავშირის ერთიანი დახმარების ჩარჩოპროგრამის, საბიუჯეტო და სექტორული დახმარების პროგრამების, ტექნიკური დახმარების პროგრამების, კომპეტენციის ფარგლებში, საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამებისა და სხვა პროგრამების) ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის, მოლაპარაკებების წარმოების, ჩართულობისა და განხორციელების მხარდაჭერა;
თ) ევროკავშირის ინსტიტუციებთან ურთიერთობის ფარგლებში, კომპეტენციის გათვალისწინებით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება/ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება/განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზაციის მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებების შემუშავება, ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით, წინადადებების შემუშავების პროცესებში მონაწილეობის მიღება;
ლ) საქართველოს კანონმდებლობითა და ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებ