1. სამინისტროს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება: რეგიონული განვითარებისა და მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის ან/და დეკონცენტრაციის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემისა და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა; ადგილობრივი, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების უზრუნველყოფა; დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა; სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ახალი შენობის მშენებლობისა და შენობის სრული რეაბილიტაციის უზრუნველყოფა.

2. სამინისტროს საქმიანობის სფეროს ფარგლებში, სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და წინადადებების შემუშავება, აგრეთვე კონცეფციების, სახელმწიფო პროგრამების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ხოლო მათი მიღების შემთხვევაში − განხორციელება, განხორციელების კოორდინაცია და, კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგი;

ბ) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში, როგორც სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი, ისე სხვა სახელმწიფო ორგანოთა გამგებლობას მიკუთვნებული, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების უზრუნველყოფა, აგრეთვე ამ პროექტებით გათვალისწინებული ობიექტების სამშენებლო, სარეაბილიტაციო და სხვა სახის სამუშაოების კოორდინაცია და, კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგი;

გ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემისა და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა;

ე) ადგილობრივი, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების უზრუნველყოფა;

ვ) რეგიონული განვითარების პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და განხორციელების კოორდინაცია, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი და ანალიზი;

ზ) მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის, დეკონცენტრაციისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხებზე, აგრეთვე მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური გაძლიერებისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

თ) დეცენტრალიზაციის, ეფექტიანი ტერიტორიული მმართველობის, ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რეკომენდაციების მომზადება, საჭირო ინფორმაციის მოძიება, სისტემატიზაცია და ანალიზი, კომპეტენციის ფარგლებში, პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, ადამიანური რესურსების შესაძლებლობათა გაზრდის ხელშეწყობა, მათ შორის, მუნიციპალური სერვისების მიწოდების სფეროში, კარგი პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მოხელეთა სწავლების საკითხების კოორდინაცია;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერების განაწილებისა და მათი მიზნობრივი გამოყენების თაობაზე, აგრეთვე გათანაბრებითი ტრანსფერის პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;

ლ) მუნიციპალიტეტის შექმნის, გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის, შეცვლის ან/და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ საქართველოს მთავრობისათვის წარმოსადგენი წინადადებების მომზადება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების საერთაშორისო, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილობრივი რეაბილიტაცია, მხარდაჭერა პოსტავტორიზაციის პროცესში, ავტორიზაციის სტანდარტებთან (ინფრასტრუქტურის ნაწილში) შესაბამისობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა და მითითებული დაწესებულებების შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობა/აღჭურვა, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებისა და საქმიანობისათვის სხვა შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა/ უზრუნველყოფის მხარდაჭერა;

პ) ამ მუხლის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილებების, შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის დელეგირების შემთხვევაში, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელება;

ჟ) მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

რ) ადგილობრივი და უცხოური წყაროებით დაფინანსებული რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია და მათი შესრულების ეფექტიანობის შეფასება, კომპეტენციის ფარგლებში;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო/პრევენციული ღონისძიებების თაობაზე წინადადებების მომზადება/განხორციელება/განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ტ) საქართველოს რეგიონებში მეწარმეობის მხარდაჭერის, საინვესტიციო საქმიანობის სტიმულირების, დასაქმების პრობლემების რეგულირების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის წინადადებების შემუშავება, რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმებისა და პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია; კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თაობაზე წინადადებების შემუშავება;

უ) „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელება;

ფ) მთიან რეგიონებთან დაკავშირებული მდგომარეობის ანალიზი, აგრეთვე მთიანი დასახლებების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების განხილვა;

ქ) მთის კურორტებისა და სამთო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;

ღ) მთიანი დასახლებების სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდის მიზნით, წინადადებების შემუშავება;

ყ) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერების, ტერიტორიული განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული მმართველობითი სისტემების რეფორმირებისა და ევროპულ პრაქტიკასთან მათი დაახლოების მხარდაჭერა, საუკეთესო პრაქტიკის ეფექტიანი გამოყენებისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

შ) ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესსა და ევროპის საბჭოს სხვა ინსტიტუციებთან ურთიერთობის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ჩ) სამინისტროს მიერ, სამინისტროს საქმიანობის სფეროსა და ამოცანების გათვალისწინებით, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, შესაბამისი დოკუმენტებისა და ანგარიშების მომზადება, ევროკავშირის სპეციალური პროგრამების ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მოლაპარაკებების წარმოება;

ც) კომპეტენციის ფარგლებში, განვითარების პარტნიორებთან, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;

ძ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება/ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება/განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზაციის მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა;

წ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ურთიერთგაგების მემორანდუმების გაფორმება;

ჭ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით;

ხ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ახალი შენობის მშენებლობისა და შენობის სრული რეაბილიტაციის უზრუნველყოფა;

ჯ) არსებობის შემთხვევაში, მართვის პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია იმ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებისათვის, რომელთა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილები მართვის უფლებით გადაეცა სამინისტროს (შემდგომში − სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტები);

ჰ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ამოცანების განხორციელება.

3. სამინისტრო უფლებამოსილია, ამ მუხლით დადგენილი საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს მიკუთვნებული საკითხების განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოს ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების, აგრეთვე სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მეშვეობი