1. ეკონომიკური ანალიზის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების საქმიანობის ეკონომიკური ანალიზის განხორციელება;
ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების სახელმწიფო შესყიდვების პროცესისა და შესყიდვებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა კოორდინაცია;
გ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება;
დ) შესაბამისობის, ეკონომიურობისა და ეფექტიანობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაციისა და კონტროლის პროცედურების განხორციელება;
ე) სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების სახელმწიფო შესყიდვების პროცესის ეტაპების კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლი;
ვ) სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების სახელმწიფო შესყიდვების პროცესის სრულყოფის მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების საერთო კოორდინაცია;
თ) საქართველოს კანონმდებლობითა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
2. ეკონომიკური ანალიზის სამსახური ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი (საქვეუწყებო დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი) და მართვაში არსებული სუბიექტების მიმარ