ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვა;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა და დაგეგმვა;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონკურსის ჩატარების ორგანიზება;

დ) შესასრულებელი სამუშაოს ანალიზის საფუძველზე, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, თითოეული თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ წინადადებების შემუშავება;

ე) სამინისტროში სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის კოორდინაცია;

ვ) სამინისტროს საქმისწარმოების წესის შესაბამისად, სამინისტროში შესული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;

ზ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;

თ) საქართველოს კანონმდებლობითა და ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებ