1. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა აღრიცხვაზე აყვანას, საამხედრო სამსახურისათვის მომზადებას და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტ აღრიცხვას, წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულებას, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სისტემის ორგანოებთან ერთად შესაბამისი გეგმის მიხედვით წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურისათვის მოსამზადებელ ღონისძიებათა განხორციელებას, აღრიცხვაზე აყვანისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მოქალაქეთა განცხადებების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვას და სათანადო გადაწყვეტილებათა მიღებას, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლისათვის თავის ამრიდებელი მოქალაქეების შესახებ მასალების მომზადებას და მათ გადაცემას სამართალდამცავი ორგანოებისათვის.
2.სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) წვევამდელთა გაწვევის განყოფილება;
ბ) რეზერვისტთა გაწვევის განყოფილება;
გ) წვევამდელთა მიწერის განყოფილებ