1. ეკონომიკის სამსახური უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრას და განხორციელებას, სტრატეგიული განვითარების პროექტის შემუშავებას და მისი განხორციელების კოორდინაციას, ადგილობრივი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას, მართვასა და ეფექტურ გამოყენებას, ქონების განკარგვასთან დაკავშირებით წინადადებების, სამართლებრივი აქტების პროექტების და ხელშეკრულებების მომზადებას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლების ამოღებას, მერიის მატერიალურ-ტექნიკურ მომსახურებას, მცხეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ქონების მართვის და აღრიცხვის განყოფილება;
ბ) ეკონომიკის განყოფილება;
გ) ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილება;
დ) სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილება;
ე) მატერიალურ-ტექნიკური განყოფილებ