1. მერიის სტრუქტურული ერთეულები/მერიის სამსახურები იქმნება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ დებულების საფუძველზე.
2. სტრუქტურული ერთეულები/სამსახურები შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზურნველყოფენ საკრებულოს და მერის დავალებების შესრულებას.
3. სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას წარმართავს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი/სამსახურის უფროსი. სტრუქტურულ ერთეულებს/სამსახურებს აქვს ქვედანაყოფები –
განყოფილებები, რომელთა ფუნქციები განისაზღვრება სამსახურის დებულებით.
4. სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) ეკონომიკის სამსახური;
დ) სივრცთი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური;
ე) განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური;
ვ) სოციალური და ჯანდაცვის სამსახური;
ზ) ზედამხედველობის სამსახური;
თ) შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური;
ი) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურ