1. მერის პირველ მოადგილეს/მოადგილეს (მოადგილეებს) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. მერის პირველი მოადგილე/მოადგილე (მოადგილეები) მერის ბრძანებით დამტკიცებული ფუნქციათა განაწილების შესაბამისად, ხელმძღვანელობენ მერიის უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), უზრუნველყოფენ და აკონტროლებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და მერის დავალებების შესრულებას.

3. მერის პირველი მოადგილე/მოადგილე (მოადგილეები) უფლებამოსილებათა დელეგირების თაობაზე მერის ბრძანების შესაბამისად, ორგანიზებას უწევენ მერიის სტრუქტურული ერთეულების  და კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას. ამავე უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, უფლება აქვთ დავალებები და მითითებები მისცენ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და სხვა საჯარო მოხელეებს. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში უფლება აქვთ რეზოლუციით დაავალონ სტრუქტურულ ერთეულებს საკითხის განხილვა, მოისმინონ სტრუქტურული ერთეულების და კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ანგარიში.

4. მერის პირველი მოადგილე/მოადგილე (მოადგილეები) ანგარიშვალდებულნი არიან მერის წინაშე. მათი უფლებამოსილების შეჩერების და შეწყვეტის საკითხები რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ხოლო თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი