1. წარმართავს მერიის საქმისწარმოებას, მათ შორის საკადრო საკითხებს, ხელს უწყობს სტრუქტურული ერთეულების კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთაან, იურიდიულ პირებთან, სხვა გაერთიანებებთან,სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ახორციელებს შესყიდვებს, უზრუნველყოფს მერიის სამართლებრივ მომსახურებას, მერიის ინტერესების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, ასევე სახელწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ/იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზას და მათ ვიზირებას.კოორდინაციას უწევს მერის წარმომადგენლების საქმიანობას.
2. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საქმისწარმოების განყოფილება;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
დ) შესყიდვების განყოფილება;
ე) იურიდიული განყოფილება;
ვ) მერის წარმომადგენლები და ასისტენტებ