1. სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახური უზრუნველყოფს მცხეთის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიულ მოწყობას და დაგეგმვას, ქალაქმშენებლობის, კეთილმოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე ადმინსიტრაციულ საქმისწარმოებას, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, მცხეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვას, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან დაკავშირებული პროექტების განხილვას, წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ინფრასტრუქტურის განყოფილება;

ბ) არქიტექტურის განყოფილება;

გ) სივრცითი მოწყობის განყოფილებ