1. ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმებას, ზედამხედველობას ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე, შენობა-ნაგებობების გაფართოებისა და რეკონსტრუქციის ნორმების დაცვაზე კონტროლს, მცხეთის მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების დაცვაზე, სამშენებლო ობიექტებზე დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობას, აგრეთვე, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათი გამოსწორების შესრულებაზე კონტროლს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობას.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილება;

ბ) ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა საქმეების განყოფილება;

გ) ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობის განყოფილებ