1. შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახური უზურნველყოფს მერიაში და მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიულ პირებში  მართვის პროცედურების სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრასა და დაწესებულების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების პრევენციას, მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენასა და ანალიზს, აგრეთვე ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას. შეიმუშავებს წინადადებებს და რეკომენდაციებს მერიის სტრუქტურული ერთეულების ოპტიმიზაციასთან, რეორგანიზაციასთან, ასევე მერიის ფუნქციონირების ეფექტურობასთან დაკავშირებით, კონტროლს უწევს სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვას და შესრულებას.

2.სამსახურის ქვედანაყოფებია:

ა) შიდა აუდიტის განყოფილება;

ბ) ინსპექტირების განყოფილებ